ფარა ზეინეპ აბდულა / Farah Zeynep Abdullah (ბიოგრაფია)


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: ფარა ზეინეპ აბდულა Farah Zeynep Abdullah
დაბადების თარიღი: 17 აგვისტო 1989 წ.
დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი
მოქალაქეობა: თურქეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2010-დან დღემდე

ბიოგრაფია: ფარა დაიბადა 1989წლის 17 აგვისტოს სტამბულში. მამის წყალობით მას თურქულ-ირანული ფესვები აქვს, ხოლო, დედა ძირეული თურქია. ის სწავლობდა ფრანგული სენ-მიშელის სახელობის ცალკეული ლიცეუმის განყოფილებაში. მაგრამ მალე ოჯახი დიდ ბრიტანეთში გადავიდა. გოგონამ საშუალო განათლება საბერძნეთში მიიღო.
ბავშვობის ასაკიდანვე, ის გატაცებული იყო ფრანგული ენის შესწავლით, ფოტოგრაფიითა და სამსახიობო ხელოვნებით. სწავლისას ფარა აქტიურად მონაწილეიბდა სკოლის თეატრებში. როლებს ძირითადად ფრანგულ და ინგლისურ ენებზე ასრულებდა. მხოლოდ ერთხელ, 11 წლის ასაკში ითამაშა როლი მშობლიურ ენაზე.
ფარა გამოტყდა, რომ თეატრი მისთვის მხოლოდ ერთადერთი გატაცება არ იყო. იგი ხელოვნების სხვა დარგებზეც უზომოდ არის შეყვარებული. ფარა, თურმე, მომღერლობაზეც ოცნებობდა, რის საფუძველსაც მას სახლში მამის წყალობით შეგროვებული გიგანტური რაოდენობის მუსიკალური ფირფიტები აძლევდა. გოგონაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია ლეგენდარულ "rolling stones"-სს. მათ კონცერტზე ის 8 წლის ასაკში მოხვედრილა და აღტაცებას დღესაც ვერ ფარავს.

სკოლის დამთავრების შემდეგ, გოგონას არ უჩქარია სწავლის გაგრძელება. მისი უზომო ენერგია ყველაფრის მცდელობაში იხარჯებოდა. ერთი წელი დასჭირდა მას, რომ სწავლის გაგრძელება მოეფიქრებინა. ამ ხნის განმავლობაში კი მუშაობდა კაფეში მიმტანად, ღამის კლუბში ბარმენად და სხვადასხვა ადგილებში.
მალე, უნივერსიტეტს თავი დაანება, მაგრამ ის კი მოასწრო, რომ აქაურ თეატრში როლები ეთამაშა. მალე ფარამ, მშობლიური თურქეთიდან მიწვევა მიიღო. "დაკარგული დროს" რეჟისორმა, ზეინეპ გიუნაიმ, მას ქასტინგის გავლა სთხოვა. საბედნიეროდ, გოგონამ პროექტი დასძლია და აქედან დაიწყო მისი თავბრუდამხვევი სამსახიობო წარმატებები. მას ბევრი, დიდი იმედის მომცემ მსახიობად მიიჩნევს...
ითამაშა ფილმებსა და სერიალებში: 2014წ-"ქურთ სეითი და შურა", "ეილიულის პატარა პრობლემა", 2013წ-"პეპელას ოცნება",2010-2013წწ - "დაკარგული დრო".




















თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 10171
დაამატე კომენტარი

avatar