ფაჰრიე ევჯენი / Fahriye Evcen


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: ფაჰრიე ევჯენი
დაიბადა: 4 ივნისი 1986წ
დაბადების ადგილი: ზოლინგენი, გერმანია
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2006 დღემდე
სიმაღლე: 170 სმ

ბიოგრაფია:
ფაჰრიე დაიბადა გერმანიაში, ქალაქ ზოლინგენში. მასთან ერთად ოთხი დედმამიშვილი იზრდებოდა, ის ნაბოლარა იყო. დედა წარმოშობით ჩერქეზია მამა კი სალონიკიდან იყო ჩამოსახლებული.
გოგონამ საკმაოდ რთული ბავშვობა გაიარა. როცა ის 7 წლის იყო, გერმანიაში ანტითურქული განწყობა შეიქმნა და დაიწყო რეპრესიები. მის ქალაქში ნეონაცისტებმა გადაწვეს თურქთა სახლები და სცემდნენ მათ. ფაჰრიეს უმეტეს წილად თავის ოჯახთან ერთად სიბნელეში ცხოვრება უწევდა, რათა თავი დაეცვათ ნაცებისგან.
სკოლის დამთავრების შემდეგ ფაჰრიე გახდა დიუსელდორფის ჰენრიხ ჰაინეს სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. (მოგვიანებით მან სტამბულის ბოსფორის უნივერსიტეტიც დაამთავრა). 19 წლის ფაჰრიე დედასთან ერთად არდადეგებზე თურქეთში ჩავიდა. მათ გადაწყვიტეს სტამბულში განთავსება. ფაჰრიემ გადაწყვიტა, რომ ბედი ეცადა მსახიობის როლში. მისცეს პატარა როლი ფილმში "არასოდეს დაივიწყო". მალე ფაჰრიემ გადაწყვიტა გაჰყოლოდა სამსახიობო ხელოვნება. აიღო აკადემიური მშვებულება და დედასთან ერთად სტამბულში დაბრუნდა.
სერიალში "ფოთოლ ცვენა: მან მთავარი როლი შეასრულა, სადაც მისი ტალანტი სრულფასოვნად წარმოჩნდა.
ფაჰრიე ევჯენი შედის თურქეთის 10 საუკეთესო ქალ მსახიობთა შემადგენლობაში. მისი საყვარელი წიგნებია: ფილოსოფიური, სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური ლიტერატურა. სკოლაში მან ესპანური ენა შეისწავლა, ამას გარდა, ფლობს გერმანულ, თურქულ და ინგლისურ ენებს. ზოდიაქოს ნიშნით ტყუპებს ეკუთვნის. თავის თავს აფასებ, როგორც ენერგიულს და დინჯი, ოცნებობს, რომ ყველაფერს სწრაფად მიაღწიოს და ყოველი დღე სარგებელი მოუტანოს, როგორც საკუთარ თავს ისე, მის გარემოცვასაც.

ითამაშა ფილმებში: "სამეფო ჩიტი"-2013, "შენ ხარ ჩემი სახლი"-2012, "სენიორა ენრიკა"-2010, "ალაჰის გზაზე"-2010, "ზეცა"-2008, "ნაღვლიანი"-2006, "ფოთოლცვენა"-2006.



















თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 13889
დაამატე კომენტარი

avatar