ნურგიულ ეშილჩაი / Нургюль Ешилчай / Nurgul Yesilcay


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: ნურგიულ ეშილჩაი
დაიბადა: 26 მარტი 1976.
დაბადების ადგილი: აფონი, თურქეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 1998 დღემდე

ბიოგრაფია: ცნობილი თურქი მსახიობი ქალი ნურგიულ ეშილჩაი დაიბადა 1976 წლის 26 მარტს აფონში, დასავლეთ თურქეთში. გაიზარდა იზმირში. სამსახიობო ხელოვნებას დაეუფლა ანატოლიის ინსტიტუტსა და ესკიშეხირის უნივერსიტეტის სპეციალურ სკოლაში.
2004წელს ნურგიული ცოლად გაჰყვა ჯემა იუოზერს, რომელსაც დასცილდა 2010 წელს. 2005 წელს მას შეეძინა ვაჟი ოსმანი.
ნურგიული ერთ-ერთი წარმატებული და მოთხოვნადი მსახიობი ქალია თურქეთში. მას იღებენ კინოსა და ტელევიზიებში. 1998 წელს ითამაშა თავისი პირველი როლი ფილმში "ყველაფერი კარგად იქნება".
თურქი მაყურებელი მას იცნობს ტელესერიალებით "სიყვარული და სასჯელი" და "პატარძალი".

გადაღებულია ფილმებში: "ძარცვა ელისეის მინდვრებში"- 2012, "ჩინარა"- 2011, "სიყვარული და სასჯელი"- 2010, "სინდისი"- 2008, "სამოთხის მხარეს"- 2007, "ადამის მატარებელი:-2007, "პატარძალი"-2006, "მომიყევი, სტამბული!"- 2005, "მუმია გაქცევაში"- 2002, "ჩანჩქერი"- 2006, "მეორე გაზაფხული" -1999-2001, "ყველაფერი კარგად იქნება"- 1998.

























თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 1 | დაემატა: 14772
დაამატე კომენტარი
 anuki | თარიღი: 24.06.2014, 19:50 | 0 Spam

dzaaaaan miyvars es adamianiiiiiiiiiiiiiii yes yes happy happy happy happy happy


avatar