ნატალი პორტმანი / Natalie Portman


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: ნატალი ჰერშლაგი (ებრ. נטלי הרשלג)
დაიბადა: 9 ივნისი, 1981 (32 წლის)
დაბადების ადგილი: იერუსალიმი, ისრაელი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 1994 - დღემდე
სიმაღლე: 1.60 მ

ბიოგრაფია: ნატალი პორტმანი (ებრ. נטלי פורטמן, დაბადების სახელი ნატალი ჰერშლაგი; დ. 9 ივნისი, 1981) — ამერიკელი ებრაელი მსახიობი. მისი დებიუტი შედგა 1994 წელს ფრანგულ ფილმ ლეონში, სადაც მსახიობი განასახიერებს მოტაცებულ ობოლ ბავშვს. 1990–იან წლებში მას წილად ხვდა მთავარი როლები ისეთ ფილმებში, როგორიცაა ლამაზი გოგონები და ყველგან, მაგრამ არა აქ. შემდეგ კი შეასრულა პადმე ამიდალას როლი ვარსკვლავური ომების ახალ ტრილოგიაში. 1999 წელს მან ჩააბარა ჰარვარდის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. 2003 წელს მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი.
2001 წელს პორტმანმა მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკის სახალხო თეატრის სპექტაკლში „თოლია“ მერილ სტრიპთან, კევინ კლაინთან და ფილიპ სეიმორ ჰოფმანთან ერთად. 2005 წელს ის ნომინირებული იყო ოსკარზე და მოიგო ოქროს გლობუსი ფილმით სიახლოვე, დრამაში განსახიერებული მეორეხარისხოვანი როლისთვის. მან გადაიპარსა თავი და ისწავლა ინგლისური აქცენტით საუბარი ფილმისთვის V ნიშნავს ვენდეტას (2006), რისთვისაც მან დაიმსახურა Constellation Award for Best Female Performance, და a Saturn Award for Best Actress. მან ითამაშა ისტორიულ დრამებში გოიას ლანდები (2006) და კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან (2008). 2008 წლის მაისში ის გახდა კანის კინოფესტივალის ჟიურის ყველაზე ახალგაზრდა წევრი რიგით 61-ე დაჯილდოებაზე. პორტმანის სარეჟისორო დებიუტმა, ივი, გახსნა ვენეციის კინოფესტივალის 65-ე დაჯილდოების მოკლემეტრაჟიან ფილმთა კონკურსი.

ადრეული ცხოვრება ნატალი პორტმანი დაიბადა იერუსალიმში, ისრაელი. მამამისი, ავნერ ჰერშლაგი ებრაელი ექიმია, დედამისი, ამერიკელი შელი სტივენსი კი ახლა მის აგენტად მუშაობს. დედის მხრიდან მისი წინაპრები იყვნენ ებრაელი ემიგრანტები ავსტრიიდან და რუსეთიდან, მამის მხრიდან კი ემიგრანტები პოლონეთიდან და რუმინეთიდან. მამის მხრიდან ნატალის ბაბუა, ვისი მშობლებიც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპნენ, იყო პროფესორი ეკონომიკურ კათედრაზე ისრაელსი და მისი რუმინელი დიდი ბებია კი მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთისთვის მომუშვე ჯაშუში.


































თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 4982
დაამატე კომენტარი

avatar