მერვე ბოლუგური / Merve Boluğur (ბიოგრაფია)


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: მერვე ბოლუგური Merve Boluğur
დაბადების თარიღი: 16 სექტემბერი 1987წ
დაბადების ადგილი: სტამბული, თყრქეთი
მოქალაქეობა: თურქეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2006-დან დღემდე
სიმაღლე: 166 სმ

ბიოგრაფია: მერვე 1987 წლის 16 სექტემბერს დაიბადა თურქეთში ქ, სტამბულში. იგი ახალგაზრდა ტალანტი მსახიობია. აღიარებულია სერიალის ”კუზეი გიუნეი" ვარსკვლავ მსახიობად. სამსახიობო ხელოვნებას ის სტამბულში დაეუფლა, შემდეგ, მაშინვე დაიწყო სარეკლამო რგოლებში გადაღებები. დაბალი სიმაღლის მიუხედავად, მსახიობი, ჩინებულად გამოიყურება ვიდეო და ფოტო გადაღებებში. მსახიობობაზე მას არც კი უოცნებია. დაკავებული იყო სარეკლამო საქმიანობით და კამერის წინ მუშაობის წესებს სწავლობდა. საბავშვო ზღაპარში სინჯისას, გაარკვია, რომ აუცილებლად უნდა გადაღებულიყო ფილმებშიც.
2006 წლიდან მსახიობი, აქტიურად ჩაება კინო გადაღებებში, კერძოდ, სერიალებში. ამჟამად, მერვე საკმაოდ პოპულარულია თურქულ სივრცეში. 2010 წელს მას გადასცეს ყველაზე პერსპექტიული მსახიობის პრემია, ხოლო, მომდევნო წელს, ის მეორე ხარისხოვანი როლების საუკეთესო შემსრულებელი გახდა. 2013 წელს მისთვის სპეციალურად დაიწერა ნურბან სულთანის როლი პოპულარული სერიალისთვის "დიდებული საუკუნე". გადასაღებ მოედანზე მისი პარტნიორი გახდა დამწყები მსახიობი ენგინ ოზთურქი. ყოველ სერიაში მერვეს ჰონორარის სახით უხდიდნენ 6,5 ათას დოლარს.
ითამაშა ფილმებსა და სერიალებში: 2006-მინი სერიალში "დამწყები ჯადოქარი", "შავი პრინცი", 2007-"ახალი სიყვარული", "გოაში", 2008-"ნახვამდის", 2009-"ცეცხლი და ფერფლი", 2010-"პატარა საიდუმლოებანი", 2011-"კიუზეი გიუნეი", "დიდებული საუკუნე".








































თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 8900
დაამატე კომენტარი

avatar