მერილ სტრიპი / Meryl Streep


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: მერი ლუის სტრიპი
დაიბადა: 22 ივნისი 1949
დაბადების ადგილი: ნიუ-ჯერსი, აშშ
პროფესია: მსახიობი, პროდიუსერი
კარიერა: 1971
სიმაღლე: 1.68 მ

ბიოგრაფია: მერი ლუის სტრიპი (ინგლ. Mary Louise Streep), უკეთ ცნობილი როგორც მერილ სტრიპი (ინგლ. Meryl Streep) (დ. 22 ივნისი, 1949) — ამერიკელი კინო, თეატრისა და ტელემსახიობი, კინოაკადემიის ჯილდოს „ოსკარის“ ლაურეატი.

რეკლამების მსახიობი მერი სტრიპისა და ფარმაცევტი ჰარი ვილიამ სტრიპის ქალიშვილი მერი ლუის სტრიპი დაიბადა სამიტში, ნიუ ჯერსის შტატში. სტრიპის დედის წინაპრები შვედური, ირლანდიური და ინგლისური წარმომავლობისანი იყვნენ, ხოლო მამის ოჯახს გერმანული ფესვები ჰქონდა და მისი წინაპრები ასევე ესპანელი ებრაელებიც იყვნენ, თუმცა მერილ სტრიპი ებრაელი არ არის. მას ორი უმცროსი ძმა ჰყავს: დანა და ჰარი. სტრიპი გაიზარდა ბერნარდსვილში, ნიუ ჯერსიში, სადაც დაამთავრა სკოლა. ვასარის კოლეჯში მან მიიღო ხელოვნების ბაკალავრის წოდება დრამის დარგში, ხოლო იალის უნივერსიტეტში კი - ხელოვნებათმცოდნის.
მერილ სტრიპის პროფესიული დებიუტი 1971 წელს შედგა სპექტაკლში „სევილიელი პლეიბოი“, პირველი როლი კი 1977 წელს სატელევიზიო ეკრანისთვის შექმნილ ფილმში „The Deadliest Season“ ითამაშა. პირველად კინოფილმში 1977 წელს ითამაშა ფილმში „ჯულია“ ჯეინ ფონდასა და ვანესა რედგრეივთან. სტრიპის პირველი მხატვრული ფილმი იყო „ჯულია“, სადაც მან შეასრულა პატარა როლი. შემდეგ იყო „ირმებზე მონადირე“ (1978), რომელმაც მერილს პირველი ოსკარის ნომინაცია მოუტანა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისათვის. ეს ჯილდო მან მომდევნო წელს აიღო ფილმისათვის „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“. 1978 წელს მან აიღო თავისი პირველი ემის ჯილდო მინისერიალისთვის: „განადგურება“. ერთი წლის შემდეგ ის გამოჩნდა ვუდი ალენის ფილმში „მანჰეტენი“. 1982 წელს კი მან უკვე მთავარი როლისთვის მიიღო ოსკარი ფილმში „სოფის არჩევანი" განსახიერებული სოფი ზავისტოვკის როლში.
2002 წელს თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ მერილ სტრიპი დაუბრუნდა თეატრს, სადაც ითამაშა სპექტაკლში „თოლია“. იმავე წელს სტრიპმა მონაწილეობა მიიღო ფილმებში „ადაპტაცია“ და საათები“. ორივე როლისთვის მან კრიიკოსთა მოწონება და ჯილდოები დაიმსახურა.

ჯილდოები: კრიტიკული და კომერციული წარმატება სწრაფად მოიხვეჭა ფილმებით „ირმებზე მონადირე“ რობერტ დე ნიროსთან და „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ დასტინ ჰოფმანთან. პირველში სტრიპმა პირველი ოსკარის ნომინაცია მიიღო, მეორეში კი თვით პირველი ოსკარი. სულ სტრიპს ორი ოსკარი, რვა ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ერთი BAFTA-ს ჯილდო აქვს მიღებული. იყო ასევე წარდგენილი გრემის ჯილდოზე. კინოაკადემიის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ იყო წარმოყენებული ოსკარზე 14 ნომინაციით (როგორც ქალთა ისე მამაკაცთა შორის). სტრიპი ასევე საყოველთაოდ მოიაზრება როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი კინომსახიობი. ის ასევე იმ მცირერიცხოვან მსახიობთაგანია, რომლებსაც აღებული აქვთ ოთხივე მთავარი ზემოთხსენებული კინოჯილდო.

პირადი და ოჯახური ცხოვრება: მერილ სტრიპი დანიშნული იყო „ირმებზე მონადირის“ ვარსკვლავზე, ჯონ კაზალეზე, სანამ ეს უკანასკნელი არ გარდაიცვალა ძვლის კიბოთი 1978 წლის 12 მარტს. ამავე, 1978 წლის სექტემბერში მერილი დაქორწინდა მოქანდაკე დონ გამერზე. მათ ოთხი შვილი ჰყავთ: ჰენრი იგივე ჰენკი (დაბადებული 1979 წელს), მერი ვილა იგივე მამი (დაბადებული 1983 წელს), გრეის ჯეინი (დაბადებული 1986 წელს) და ლუიზა ჯაკობსონი (დაბადებული 1991 წელს). მამი გამერმა პროფესიად მსახიობობა აირჩია და მისი დებიუტი 2005 წელს შედგა სპექტაკლში „მისტერ მარმელადი“, სადაც ლუსის როლი ითამაშა, ბროდვეიზე, ლაურა პელსის თეატრში.





















თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 3946
დაამატე კომენტარი

avatar