მეისი უილიამსი / Maisie Williams / Мэйси Уильямс


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: მარგარეტ კონსტანს უილიამსი / Margaret Constance Williams
დაიბადების თარიღი: 1997 წლის 15 აპრილს
დაბადების ადგილი: ბრისთოლი, დიდი ბრიტანეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2011 წლიდან - დღემდე

ბიოგრაფია: მარგარეტ კონსტანს უილიამსი 1997 წლის 15 აპრილს დაიბადა დიდ ბრიტანეთში, ბრისთოლში. ის ჰილარი უილიამსის (ამჟამად ფრენსისის), უნივერსიტეტის ყოფილი ადმინისტრატორის მეოთხე შვილი იყო. ბავშვობა მეისიმ სომერსეთში გაატარა და კლატონის დაწყებით სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი - ნორთონ ნილის სკოლა დაამთავრა.
2011 წელს მან მიწვევა მიიღო ტელე-სერიალში, "სამეფო ტახტის თამაშები", არი სტარკის სადებიუტო როლში. რომლის შესრულებითაც ის ფართო მაყურებლისთვის გახდა ცნობილი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჯორჯ მარტინის თხზულების მიხედვით, რომლის საფუძველზეც არის გადაღებული აღნიშნული სერიალი, არია სტარკი მემარცხენეა. მისი როლის შემსრულებელი მსახიობი მეისი უილიამსი კი - მემარჯვენე. მსახიობმა დიდი ძალისხმევის საფუძველზე შეძლო კარგად დაუფლებოდა მარცხენა ხელის გამოყენებას.
მეისი უილიამსი, 2012 წელს დააჯილდოვეს "სამეფო კარის თამაშების", ნომინაციაში "საუკეთესო მსახიობი", ჯილდოთი SFX Awards. იმავე წელს, იმავე სერიალის ნომინაციაში "აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის" პრემიით.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა:
2011—2014 - Game of Thrones
2012 - The Olympic Ticket Scalper
2012 - The Secret of Crickley Hall
2013 - Up on the Roof
2013 - Heatstroke
2014 - Corvidae
2014 - Gold
2014 - Robot Chicken
2014 - The Falling
2014 - We Are Monsters


თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 2284
დაამატე კომენტარი

avatar