Megan Fox / მეგან ფოქსი


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: მეგან დენის ფოქსი
დაიბადა: 16 მაისი 1986
დაბადების ადგილი: ოუკ-რიჯ, ტენესი, აშშ
პროფესია: მსახიობი,
კარიერა: 2001 დღემდე



ბიოგრაფია
მეგანი დაიბადა ფენეკს 1986 წლის 16 მაის ამერიკის შტატ ტენესსში. იგი არის ირლანდიური, ფრანგული და ინდური წარმომავლობის ფესვების მატარებელი. მამამისი მუშაობდა პირობითად განთავისუფლებული დამნაშავეების კონტროლიორად. როცა მეგანს 3 წელი შეუსრულდა მისი მშობლები ერთმანეთს გასცილდნენ, მაგრამ დედა მალე მისთხოვდა მასზე საკმაოდ დიდი ასაკის კაცს. ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ პორტ- სენტ-ლუისში, ფლორიდის შტატში. ვინაიდან მამინაცვალი მკაცრი პიროვნება იყო, ამან გავლენა მოახდინა მეგანის ფსიქიკაზე, მას დაეწყო პანიკური შემოტევები, რომელიც შემდეგში უკონტროლო აგრესიაში გადაეზარდა.

კარიერა 5 წლის ასაკში ფოქსმა დრამატულ წრეში დაიწყო ცეკვების შესწავლა. 1999 წელს მიიღო რამდენიმე ჯილდო ამერიკულ საცეკვაო შოუში American Modeling and Talent Convention in Hilton Head, რომელიც გაიმართა სამხრეთ კაროლინაში. მისი პირველი როლი შედგა ფილმში "მზიური არდადეგები" 2001 წელს, რომელშიც მან ითამაშა უარყოფითი ლამაზმანის როლი, რომელიც არ აძლევდა დებ ოლსენებს მშვიდად ცხოვრების საშვალებას. ერთი წლის შემდეგ ფოქსი დედასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში. 2003-2004 წლებში თამაშობდა ეპიზოდურ როლებს ფილმებში: "ოუშენის ქუჩა", "რისთვის მიყვარხარ", "ორნახევარი ადამიანი" და "დახმარება". 2004 წელს მეგანი მუშაობდა მეორე ხარისხოვან როლში ჰოლივუდში ლინდსეი ლოხანთან ერთად ფილმში "სცენის ვარსკვლავი", ხოლო 2004-2006 წლებში ითამაშა სინდი შანოვსკის როლი სერიალში "ეკრანის დედოფალი".

მისი ნამდვილი წარმატებები იწყება 2007 წლიდან ფილმში "ტრანსფორმერები", სადაც იგი მთავარ როლს თამაშობს. ტრანსფორმერების მესამე ნაწილში გადაღებაზე მან რეჟისორთან კომფლიქტის გამო უარი განაცხადა. როგორც ცნობილი გახდა, იგი გაათავისუფლა ფილმის პროდიუსერმა სტივენ სპილბერგმა ბრიტანულ გაზეთ The Telegraph-ში ინტერვიუს გამო. მან ამ ინტერვიუში განაცხადა, რომ "ტრანსფორმერების" ფილმის რეჟისორი მაიკლ ბეი ნამდვილი "ჰიტლერია". რეჟისორი მისგან მოითხოვდა წონის დაკლებას და რუჯის მიღებას. მეგანის ერთ-ერთი ვერსიით, ის საერთოდ არ გაუთავისუფლებიათ, პირიქით თავად დატოვა პროექტი, რათა სხვა პროექტში მიეღო მონაწილეობა. მაგრამ რეჟისორმა განაცხადა, რომ თითის აქნევასღა უცდიდა როდის გაათავისუფლებდა მას პროექტიდან და ამის დროც დაუდგა, მეგანმა შორს შესტოპა, ჰიტლერის სახელის ხსენებისას სტივენმა დაიყვირა "ახლავე სასწრაფოდ გაათავისუფლეთო"... მესამე ნაწილში იგი შეცვალა ბრიტანელმა მოდელმა როუზი ჰანტიქტონ-უაიტლიმ.

პირადი ცხოვრება 2010 წლის 24 ივნისს მეგანი ცოლად გაჰყვა მსახიობს ბრაინ ოსტინ გრინს, რომელსაც ქორწილამდე 6 წელიწადი ხვდებოდა. ცოლქმარს ჰყავს შვილი ნოან შენონ გრინი. 2013 წლის 1 აგვისტოს გაჟღერდა, რომ წყვილი ელოდება კიდევ ერთ ბავშვს.
ფოქსს აქვს 7 ტატუ.





























თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 7812
დაამატე კომენტარი

avatar