მარკ ბოგატირევი / Марк Богатырев


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: მარკ ბოგატირევი / Марк Богатырев
დაიბადების თარიღი: 1984 წლის 22 დეკემბერს
დაბადების ადგილი: მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია
პროფესია: მსახიობი
ზოდიაქო: თხის რქა
წონა: 73 კგ.
სიმაღლე: 180 სმ.
კარიერა: 2006 წლიდან - დღემდე

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: მარკის ბიოგრაფია დიდი მეოცნებე კაცის ისტორიაა. 29 წლის ასაკში მან ხანგრძლივი გზა განვლო. მშენებლიდან მსახიობობამდე, პროვინციული პატარა ქალაქ ობნინსკიდან დიდ მოსკოვამდე. ამბიციურმა და ნიჭიერმა მარკმა, კარგად იცის წარმატების ფასი. მან გადაიტანა გაუსაძლისი სიღარიბე, შიმშილი და უმძიმესი შრომა და იგი, ამის ფასად, უკვე ჩეხოვის სახელობის თეატრში ბრწყინავს...
პარალელურად იღებენ ფილმებსა და სერიალებში ისეთ მსახიობებთან ერთად, როგორიცაა: დიმიტრი ნაგიევი, დიმიტრი ნაზაროვი, მარინა მოგილევსკაია და ვლადიმირ ეპოფანცევი. საერთო-სახალხო სიყვარული მას სერიალმა „სამზარეულო“ მოუტანა. აქ ის ახალგაზრდა და ამბიციური მზარეულის, მაქსიმის როლს თამაშობს, რომელიც პროვინციიდან მოსკოვის დასაპყრობად ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ სერიალის გმირის და მსახიობის ისტორია ერთმანეთს ძალიან ჰგავს...
მარკი დედაქალაქში დაიბადა, მაგრამ ბავშვობა და სტუდენტობის წლები მან , მოსკოვიდან 100 კმ-ის მოშორებით ქ. ობნინსკში გაატარა. მამა მან არ იცის ვინ არის. დედა - შემოქმედი პიროვნება იყო და შვილისთვის არ ეცალა. მარკს ბებია ზრდიდა, რომელსაც მსახიობი ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს. ბავშვობაში მარკი სრულფასოვანი ბიჭი იყო წრიპინა ხმით, რაც მას სულაც არ უშლიდა ხელს იმაში, რომ ეზოს ყოჩი ყოფილიყო. 7 წლის ასაკიდან, მას პანტომიმების კეთების ნიჭი აღმოაჩნდა და ცირკის ჯამბაზობაზე ოცნებობდა, ხან კიდევ სატვირთო მანქანის მძღოლობაზე.
მძიმე 90-იან წლებში მარკის დედა, პროფესიით მხატვარი, სულ მოგზაურობაში იყო და ბავშვი საერთოდ არ ახსოვდა. მარტო მოხუც ბებიას უჭირდა შვილიშვილის გამოკვება, ამიტომ მარკი 14 წლის ასაკიდან იწყებს მუშაობას. ის მუშაობდა: დარაჯად, მძღოლად, მშენებელად და ადმინისტრატორადაც კი კომპიუტერულ კლუბში. ახლა, მსახიობი იმ დღეებს სევდიანი ღიმილით იხსენებს და ამბობს: „არასდროს ვყოფილვარ ინფანტილური ბიჭი!“-ო. ადრეული ასაკიდანვე დამოუკიდებლად ცხოვრებას მარკში არ მოუკლავს მშვენიერებისა და სილამაზის შეგრძნება. ბავშვთა ბანაკში, მარკი ქ. ობნინსკის თეატრის დირექტორს ოლეგ დემიდოვს გაიცნობს და მის თეატრ «Д.Е.М.И» - ში დაიწყებს თამაშს. აქ ის მუდმივი ჩამოყალიბების პროცესში იყო. მარკი მალე სკოლის დამთავრებისშემდეგ არჩევანის წინაშე დადგა: ოცნება, თუ რეალობა! ახლობლები მას „მიწიერი“ პროფესიის დაუფლებას ურჩევენ. მალე ბოგატირევი სასწავლებლადობნინსკის ატომური ენერგეტიკის ტექნიკურ უნივერსიტეტში შედის ეკონომისტის სპეციალობაზე. ის ყოველ დასვენების დღეს მოსკოვში დაიარებოდა სხვადასხვა სპექტაკლებზე დასასწრებად. უკვე მესამე კურსზე სწავლისას მას ბედმა გაუღიმა და რუსლან ბალტცერის ფილმზე „გაუმაძღარნი“ გაიარა ქასტინგი და მაშინვე მთავარ როლში დაამტკიცეს. ფილმი 2006 წელს გამოვიდა. ამ დროიდან მარკი გადაწყვეტილებას ღებულობს თეატრალურ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბაროს. 2010-2013 წლებში ის ჩეხოვის სახელობის თეატრის მსახიობ-სტაჟიორია, სადაც ითამაშა სპექტაკლებში: „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „ოსტატი და მარგარიტა“, „დაწყევლილნი და მოკლულნი“, „არ დაშორდეთ მათ, ვინც გიყვართ“ და სხვ. 2007 წელს გადაიღეს ფილმში „სხვა“, 2008 წელს ფილმში „საახალწლო ტარიფი“, 2011 წელს ფილმში „უსაქმურები“. მსახიობისთვის გარდამტეხი მომენტი იყო 2012 წელი, როცა დაიწყო „ვარსკვლავური“ სერიალის „სამზარეულოს“ გადაღებები. იმაცე დროს, პარალელურად მას იღებენ ისეთ ფილმებსი, როგორიცაა: „რისკის ზონა“, „შენთან ყოფნა“ და „მამიკოები“. მსახიობი არც თეატრს ეშვება...
ახალგაზრდა და ლამაზი მსახიობი ცდილობს გაექცეს თავის პირადულზე თხრობას. სოციალურქსელებში აქტივობისას ის ორაზროვან დამაინტრიგებელ პასუხებს სცემს თავის თაყვანისმცემლებს. ზუსტად ის იციან, რომ დაუქორწინებული არ ყოფილა და ჯერჯერბით არც აპირებს. ავი და ჭორიკანა ენები ამბობს, რომ სერიალიდან „სამზარეულო“, თავის პარტნიორ ელენა პოდკამინსკაიასთან აქვს რომანიო, თუმცა, ოფიციალურად ეს არ არის დასაბუთებული. ელენა გათხოვილია და სამი წლის გოგონა ჰყავს.









თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 2033
დაამატე კომენტარი

avatar