ქემერონ დიაზი / Cameron Diaz


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: კამერონ მიშელ დიასი
დაიბადა: 30 აგვისტო, 1972
დაბადების ადგილი: სან-დიეგო, კალიფორნია
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 1988–93 (მოდელი), 1993–დღემდე (მსახიობი)

კამერონ დიასი (ინგლ. Cameron Diaz; დ. 30 აგვისტო, 1972) — ამერიკელი მსახიობი და ყოფილი მოდელი. პოპულარობა მოიპოვა 1990-იან წლებში, როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „ნიღაბი“, „საუკეთესო მეგობრის ქორწილი“ და „ყველა მერიზე გიჟდება“. დიასმა ითამაშა აგრეთვე ფილმში „ჩარლის ანგელოზები“, სადაც შეასრულა ნატალი კუკის როლი. სხვადასხვა დროს ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე, ფილმში შესრულებული როლებისთვის: „ყველა მერიზე გიჟდება“, „იყო ჯონ მალკოვიჩი“, „ვანილის ზეცა“ და „ნიუ იორკის ბანდები“.

ბიოგრაფია: კამერონ დიასი დაიბადა კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში, დედამისის საბაჟოს აგენტის ბილისა და მამამისის ნავთობის კომპანიის მუშაკის ემილიო დიასის ოჯახში. მამის მხრიდან კამერონის ბებია და ბაბუა ეროვნებით ესპანელები იყვნენ, რომლებიც დასახლდნენ აშშ-ში, კერძოდ, კი ქალაქ ტამპაში (ფლორიდის შტატი). კამერონის დედა ნახევრად ინგლისელი, გერმანელი და ჩეროკი წარმოშობისაა. კამერონს ჰყავს უფროსი და სახელად ხიმენე. 16 წლის ასაკში დიასმა კარიერა დაიწყო როგორც მოდელმა. მომდევნო წლებში კონტრაქტს აფორმებდა მსხვილ კომპანიებთან, მათ შორის იყო Calvin Klein Inc. და Levi Strauss & Co. 17 წლია ასაკში გამოჩნდა ჟურნალ Seventeen-ის გარეკანზე. კამერონ დიასი ესწრებოდა ლონგ-ბიჩის საშუალო პოლიტექნიკურ სკოლას. 21 წლის ასაკში ითამაშა ფილმში „ნიღაბი“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ჯიმ კერი.
2008 წლის 15 აპრილს, 58 წლის ასაკში კამერონს პნევმონიით მამა გარდაეცვალა. 1995 წლიდან დიასი ურთიერთობაში იმყოფებოდა მსახიობ მეტ დილონთან; 3 წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 1999 წლიდან ხვდებოდა ჯარედ ლეტოს, თუმცა 2003 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ 2003 წლიდან 2006 წლამდე ხვდებოდა მომღერალსა და მსახიობს ჯასტინ ტიმბერლეიკს, ხოლო 2010 წლის ივლისიდან 2011 წლის სექტემბრამდე ხვდებოდა ავსტრალიელ სპორტსმენს ალექს როდრიგესს.























თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 8238
დაამატე კომენტარი

avatar