კირა ნაითლი / Keira Knightley


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: კირა კრისტინა ნაითლი
დაიბადა: 26 მარტი 1985
დაბადების ადგილი: ტედინგტონი,მიდლსეკსი,ინგლისი,დიდი ბრიტანეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 1986 - დღემდე

კირა კრისტინა ნაიტლი (ინგლ. Keira Christina Knightley) (დ. 26 მარტი, 1985), უკეთ ცნობილი, როგორც კირა ნაიტლი, არის ოქროს გლობუსის, ბაფტასა და ოსკარის ნომინანტი ინგლისელი კინოსა და ტელევიზიის მსახიობი. მან თავისი კარიერა ბავშვობაში დაიწყო და მიაღწია საერთაშორისო წარმატებას 2003 წელს, ფილმებით „დაარტყი როგორც ბექჰემმა“ და „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“. ამის შემდეგ ნაიტლი გახდა ერთგვარი ლიდერი მსახიობი, გამოჩნდა ჰოლივუდის ფილმებში და მოიპოვა ოსკარის ნომინაცია ელიზაბეტ ბენეტის როლის შესრულებისათვის ჯო ვრაიტის ფილმში „სიამაყე და ცრურწმენა“, რომელიც ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული.

როდესაც კირას ექვსი წელი შეუსრულდა ,მას საკუთარი აგენტი ჰყავდა. შვიდი წლის ასაკში მას ჰქონდა დებიუტი ფილმში „სამეფო დღესასწაული“, სადაც პატარა გოგონას როლი ერგო. 11 წლის ასაკში ის არა ერთ მინი-ტელესერიალსა და ტელეშოუში იქნა გადაღებული, რომლებიც ევროპის მასშტაბით გადაიცემოდა. ამავე ასაკში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული პატარა როლებში ფილმებში „სასოფლო საქმე“ (1994), „საგანძურის მაძიებლები“ (1996) და „სახლში დაბრუნება“ (1998)


























თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 6438
დაამატე კომენტარი

avatar