ჯეიდა დიუვენჯი / Джейда Дювенджи / Ceyda Düvenci


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: ჯეიდა დიუვენჯი / Джейда Дювенджи / Ceyda Düvenci
დაბადების თარიღი: 16 აპრილი, 1977
დაბადების ადგილი: ბურსა, თურქეთი
ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებულია ბიზნესმენ ენგინ ანგიუნომზე
ზოდიაქო: ვერძი

ბიოგრაფია: ჯეიდა ქალაქ ბურსაში დაიბადა. ის ოჯახის ერთადერთი ბავშვი იყო. განათლება მიიღო Kadikoy Anadolu Lisesi - ში. შემდეგ მანმარის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. სამსახიობო კარიერა 1995 წლიდან დაიწყო. 1997 წელს მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში, რომელიც ტელეარხმა Star TV. მოაწყო, სადაც მესამე ადგილი დაიკავა. ამ კონკურსი შემდეგ, დამწყებმა მსახიობმა გზა დიდებისკენ გაიკაფა.
2000 წელს ჯეიდა ცოლად გაჰყვა მსახიობ ქაან გირგინს და დროებით შეწყვიტა სამსახიობო მოღვაწეობა. ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და 2002 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. დაკარგული დროის ასანაზღაურებლად ჯეიდამ სამსახიობო ხელოვნებაში დაოსტატება სტამბულში, ბილგის უნივერსიტეტში განაგრძო. გაიარა იტალიური ენისა და ფოტოგრაფიის კურსები. მალე გამოჩნდა მის მიერ გადაღებული ფოტოებიც. შეუდგა რა სამსახიობო მუშაობას მან მთავარი როლი შეასრულა სერიალში „სასტიკი", შემდეგ კი - „ათას ერთ ღამეში“ ბენუს როლი.
2008 წლის 17 აგვისტოს ჯეიდა კვლავ გათხოვდა ბიზნესმენ ენგინ ანგიუნზე. 2011 წლის თებერვალში მათ შეეძინათ გოგონა მელისა. მსახიობს რთული ორსულობა ჰქონდა და ბავშვიც შესაბამისად არასრულფასოვანი იშვა. გამოჯანმრთელების შემდეგ მას გრანდიოზული წვეულება გადაუხადეს.

ითამაშა სერიალებში:
Maki (2005)
Kasirga Istanlari (2004)
Sil Bastar (2004)
Zalim (2003)
Hastayim doktor (2002)
Oyle Bir Sevdaki (2002)
Dikkar Beber Var (2000)
Parca Pircik (2000)
Boyle mi Olacakti (1998)
Baba (1998)
Babam Olur musun (1998)
Canli Hayat (1998)
Cicek Taksi (1998)
Affet Bizi Hocam (1998)
Son Kumpanya (1997)
Tatli Kaciklar (1997)
Deli Divane (1997)
Kostebek (1997)
Palavra Asrlar (1996)

 

 









 

 




თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 3368
დაამატე კომენტარი

avatar