ილქერ აქსუმი / Ilker Aksum / Илькер Аксум


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: ილქერ აქსუმი/ Ilker Аксум/Илькер Аксум
დაიბადების თარიღი: 23 მაისი, 1971 წელი
დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 1999 წლიდან - დღემდე

ბიოგრაფია: ილქერ აქსუმი 1971 წლის 23 მაისს დაიბადა სტამბულში და დღემდე იქ ცხოვრობს. სკოლის დამთავრებისთანავე მიაგნო თავის მოწოდებას და მსახიობი გახდა. დასაწყისში ის მხოლოდ თეატრში მუშაობდა, შემდეგ კი - კინოში მიიწვიეს. 2003 წლიდან მსახიობი ყოველწლიურად უკვე მუდმივ გადღებებშია. პირველად მან 1999 წელს ითამაშა სერიალში "ჩარლი." მსახიობმა განათლება ანკარის კონსერვატორიაში მიიღო. 2006 წელს მან მიიღო "მეორე რანგის საუკეთესო მსახიობის" ტიტული. ილქერი ბრწყინვალედ თამაშობს დრამატულ როლებს. მას უნიკალური გარდასახვის უნარი აქვს, ერთნაირი სიძლიერით ქმნის: სასოწარკვეთილი, დამწუხრებული, მკაცრი, გაბრაზებული, ძალიან ძლიერი ადამიანის სახეებს. ის გადღებულია მრავალ ფილმსა და სერიალში. ყველაზე წარმატებული როლები მან შეასრულა სერიალებში: "დიდებული საუკუნე" და "ოცი წუთი". სულ მის ანგარიშზე 17 ფილმი და სერიალია. მან ასევე გაითქვა სახელი, როგორც თეატრის დრამატულმა მსახიობმა. ილქერი არც დაოჯახებული და არც დაქორწინებული. თითით ის ბეჭედს ატარებს, რის შესახებაც ხშირად ეკითხებიან, მაგრამ მსახიობი უბრალოდ პასუხობს: "ეს ჩემი ბეჭედი არ არის, ეს ალის ბეჭედია (ალი - სერიალის "ოცი წუთი" მთავარი გმირი) და გადღების დასრულების შემდეგ, თითიდან მოხსნა მავიწყდებაო".

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა:
ჩინური კავშირის ორი მოაზროვნე / Iki kafadar Chinese Connection (ფილმი, 2013)
ბედნიერი ოჯახის წიგნაკი/ Mutlu aile defteri (ფილმი, 2013)
20 წუთი / 20 Dakika (სერიალი, 2013)
ცუდი გზა / Kötü Yol (სერიალი, 2012)
ჩვენი დეიდა / Bizim Yenge (სერიალი, 2011)
დიდი სასოწარკვეთა / Bizim Büyük Çaresizliğimiz (ფილმი, 2011)
დიდებული საუკუნე / Muhtesem Yüzyil (სერიალი, 2011 – 2014)
დრაკონის გზა / Ejder kapani (ფილმი, 2010)
შემოდგომის ტკივილი / Güz sancisi (ფილმი, 2009)








თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 3569
დაამატე კომენტარი

avatar