ჰიუ ჯეკმანი / Hugh Jackman


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: Hugh maikl Jackman
დაიბადა: 12 ოქტომბერი 1968
დაბადების ადგილი: სიდნეი, ავსტრალია
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 1994 - დღემდე

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: მსახობის ოჯახი მრავალშვილიანი იყო. მისი მშობლები ბრიტანეთიდან ავსტრალიაში 60-იან წლებში გადმოსახლდა. ჰიუ 8 წლის იყო, როცა მშობლები გაიყარნენ. ოჯახში 5 ბავშვი იზრდებოდა. ის ყველაზე უმცროსი იყო. ჰიუს დედა ინგლისში დაბრუნდა. ბავშვები კი - მამასთან დარჩნენ. ამის შემდეგ, დედა საერთოდ არ გამოჩენილა. ჰიუ დედას მაშინ შეხვდა, როცა უკვე დავაჟკაცებული იყო. ბიჭს სკოლაში მონდომებულ მოსწავლედ იცნობდნენ. მას ძალიან უყვარდა კალათბურთი. რამდენიმე ხნით სკოლის გუნდის კაპიტანიც კი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, ის სიდნეის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სოციალური კომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ჰიუმ ბაკალავრის ხარისხი მიიღო ჟურნალისტის სპეციალობაში, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ეს პროფესია მას არ აკმაყოფილებდა და თეატრით დაინტერესდა. ის დროის უმეტეს ნაწილს სცენაზე ატარებდა. მას სურდა კინოში გადაღებაც. ამიტომ, 1992 წელს სამსახიობო კურსები «TheJourney» გაიარა სიდნეიში სარა ჰილზთან. კურსების დასრულების შემდეგ ჰიუ დასავლეთ ავსტრალიის ხელოვნების აკადემიაში გაუშვეს. ამის გამო, მან სერიალში „მეზობლები“, მონაწილეობაზე უარი განაცხადა. პრესტიჟულ აკადემიაში სწავლისთვის ჰიუმ 3,5 ათასი დოლარი გადაიხადა. ეს იყო მთელი მისი მემკვიდრეობა, რაც ბებიამ უანდერძა.
სცენაზე ჯეკმანის კარიერა ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში დაიწყო. ძირითადად ის რომანტიულ გმირებს თამაშობდა. 1994 წლიდან წარმატებულად იღებენ ავსტრალიურ სერიალებში. 1998 წლიდან ის უკვე ლონდონის სამეფო თეატრის სცენაზეა. 1999 წელს ჰიუ ავსტრალიის საუკეთესო მსახიობად აღიარეს.
2000 წლიდან მან ჰოლივუდის ყურადღება მიიპყრო და ის „იქს-ადამიანები“-ში მიიწვიეს. ჰიუ მალე გახდა საქვეყნოდ ცნობილი და როლის შესრულებისთვისაც დიდი ჰონორარი მიიღო. ამ დღიდან, ის ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი გახდა.
2005 წელს მან პარტნიორ ჯონ პალერმოსთან ერთად პროდიუსერული კომპანია «SeedProductions» ჩამოაყალიბა. ჰიუმ ერთდროულად გაახმოვანა 2 მულტფილმი. ანიმაციური კომედია-მუზიკლი, რომელმაც 2006 წელს „ოსკარი“ მიიღო, როგორც წლის საუკეთესო მულტფილმა. 2009 წელს ჰიუ ჯეკმანი „ოსკარის“ცერემონიალში წამყვანის როლზე მიიწვიეს. ის სარეკლამო რგოლებშიც ღებულობს მონაწილეობას. ჰიუ ბროდვეის ისტორიაში ერთადერთი მსახიობია, რომელმაც ყველა მთავარი თეატრალური ჯილდო მიიღო ერთი სეზონის მანძილზე.
რაც შეეხება მის პრადს - 1996 წელს მან ფილმ „კორელის“ გადაღებისას მსახიობი დებორა ლი ფურნესი გაიცნო, რომელიც ჰიუზე 13 წლით უფროსი იყო. მალე მათ ხელი მოაწერს ქორწინებაზე. წყვილი ყველაზე ცნობადი გახდა ავსტრალიურ კინოში. 2000 წელს მათ იშვილეს ჩვილი ბიჭუნა ოსკარ მაქსიმილიანი, ხოლო, 2005 წელს გოგონა ავი ელიოტი. ჰიუ ძალიან თბილად ექცევა მის მეუღლეს და მიიჩნევს, რომ ის "საუკეთესო დედა მსოფლიოში."
ჰიუს ძალიან უყვარს ფეხბურთის მაისურისა და ბამბის სვიტერის ტარება. თავისუფალ დროს უყვარს გოლფის თამაში. დაკავებულია ტრანსცენდენტალური მედიტაციითა და ვინდსერფინგით. ამასთან ერთად, ჰიუ ჯეკმანი ვირტუალურად უკრავს პიანინოზე, გიტარაზე და ჩინებულად ჟონგლიორობს 5 ბურთით.
ჰიუს ცხვირზე კანის კიბო აღმოაჩნდა. მან ოპერაცია გაიკეთა, რამაც მშვიდობიანად ჩაიარა. ამის შემდეგ, მსახიობმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ „ნუ იქნებით ჩემსავით სულელები. გაიარეთ გამოკვლევები და ისარგებლეთ მზისგან დამცავი კრემით.“ ურნალ „Forbes“-ის გამოკითხვით ჰიუ ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი და მაღალანაზღაურებადი მსახიობია. მისი წლიური საშუალო შემოსავალი 55 მილიონ დოლარს შეადგენს. მიღებული აქვს ჯილდოები:
1999 — ავსტრალიის კინომატოგრასფიის კავშირის პრემია «წლის მსახიობი» ,
2001 — პრემია "სატურნი" აშშ-ს სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზისა და საშინელებათა აკადემიის პრიზი კატეგორიაში «საუკეთესო მსახიობი» ფილმში «იქს ადამიანები».
2005 — პრემია «ემი» — 58-ე სატელევიზიო ცერემონიის «ტონი» საუკეთესოდ წაყვანისთვის.
2013 — პრემია «ოქროს გლობუსი», კატეგორიაში «საუკეთესო მამაკაცის როლისთვის კომედიასა და მიუზიკლში» ფილმ «Les Miserables»- დან.
ასევე მონაწოლეობა აქვს მიღებული მრავალ ნომინაციაში, მათ შორის „ოსკარზეც“.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა:
1998 - Profile of a Serial Killer.
1999 - Erskineville Kings.
2000 -X2.
2001- Swordfish.
2003 - X-Мен2.
2004 - Van Helsing.
2005 - Stories of Lost Souls: Standing Room Only, The Prestige, The Fountain.
2006 - Scoop, X-Men:The Last Stand, Deception.
2008 - Australia.
2009 - X-Men Origins: Wolverine, X-Men: First Class.
2011 - Real Steel, Snow Flower and the Secret Fan, Les Miserables.
2012 - Movie 43, Butter, The Greatest Showman on Earth.
2013 - The Wolverine, Prisoners, X-Men: Days of Future Past.
2014 - Night at the Museum: Secret of the Tomb.
2015 - Chappie, Pan.
2016 - X-Men: Apocalypse.












თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 3130
დაამატე კომენტარი

avatar