ეიდან თერნერი / Eidan Terner


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: ეიდან თერნერი / Eidan Terner
დაიბადების თარიღი: 1983 წლის 19 ივნისი
დაბადების ადგილი: სამხრეთ დუბლინი, ირლანდია
პროფესია: მსახიობი
წონა: 85კგ.
სიმაღლე: 183 სმ.
ზოდიაქო: ტყუპები
კარიერა: 2007 წლიდან - დღემდე

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ირლანდიელი მსახიობი ეიდან თერნერი საზოგადოდ ცნობილი გახდა კინო-ტრილოგიიდან „ჰობიტი“, სადაც ის გნომი კილის როლს ასრულებს. მსახიობი ლენსტერის პროვინციაში დაიბადა. 2004 წელს დაამთავრა The Gaiety School of Acting, სამსახიობო დაოსტატების სკოლა. ამის შემდეგ მან რამდენიმე თეატრალურ დადგმაში ითამაშა: ირლანდიელი დრამატურგის შონ ო’კეისის „The Plough and the Stars“ – „გუთანი და ვარსკვლავები“ და ვინსენტ ვუდსის ახალ ნაწარმოებში „A Cry from Heaven“ – „ყვირილი ზეციდან“. მათ შორის „რომეო და ჯულიეტა“-შიც.
კინომატოგრაფმა, ამომავალი ვარსკვლავის მიმართ, ინტერესი კომპანია „United Cinemas International“ -ის წყალობით გამოიჩინა, სადაც ეიდანი ბრიტანეთის კინოთეატრების კავშირის მმართველად მუშაობდა. 2007 წლიდან იწყება მისი სატელევიზიო კარიერა სერიალით „ტიუდორები“, სადაც მან ჯონათან რის მაიერსის როლი ითამაშა. 2008-2009 წწ-ში ის სერიალში „კლინიკა“ გამოჩნდა და ერთ-ერთ მთავარ როლი, ვამპირ ჯონ მიტჩელის როლი შეასრულა სერიალში „იყავი ადამიანი“, პირველ სამ სერიაში.

კინოში მისი დებიუტი 2007 წელს შედგა. მან მოკლემეტრაჟიან ფილმში „The Sound of People“ 18 წლის ბიჭის როლი ითამაშა, 2008 წელს კი ირლანდიურ თრილერში „Alarm“ - „განგაში“ გამოჩნდა..
მსახიობის პროფესიონალურობაში დიდი როლი შეასრულა ბრიტანულ სერიალში -„სასოწარკვეთილი რომანტიკოსები“ - თამაშმა. აქ მან მხატვარ დანტე გაბრიელ როსეტის როლი შეასრულა. მისი ვარსკვლავური ნიჭი კი - კინოტრილოგიაში „ჰობიტი“ წარმოჩნდა გნომ კილის როლის შესრულებით.“
ეიდანი თავისუფალია. მას ქორწინებიდან შვილები არ ჰყავს. ოჯახის შექმნას არ ფიქრობს. ის ამბობს, რომ თავის სამუშაოზეა დაქორწინებული და საერთოდ, ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა მთელი სიცოცხლე ერთ ქალთან მაშინ, როცა ირგვლივ ამდენი ლამაზი ქალია! საყრდენი წყაროების მიხედვით, ეიდანი ბრიტანელ მოდელს, სარა გრინს ხვდება.
მსახიობი გამოტყდა, რომ მისი ოცნებაა, (მიუხედავად დიდი ზომისა), ნაპოლეონის როლი შეასრულოს. ამ წელს გამოდის დრამატული სერიალი „პოლდარკი“, სადაც ის მთავარ როლს ასრულებს. ეიდენს მისტიური ჟანრის თაყვანისმცემელი არ გახლავთ..

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა:
2014 - The Hobbit: There and Back Again
2013 - The Hobbit: The Desolation of Smaug
2013 - he Mortal Instruments: City of Bones
2012 - The Hobbit: An Unexpected Journey
2011 - Kili Hattie (TV)
2009 - Desperate Romantics
2008 - Mitchell Alarm
2007 - Mal Matterhorn
2007-2010 - The Tudors
2008-2009 - / The Clinic


თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 1608
დაამატე კომენტარი

avatar