Dwayne Johnson / დუეინ ჯონსონი


შეაფასეთ:

დუეინ ჯონსონი 1972 წლის 2 მაისს კალიფორნიის შტატში მდებარე ქალაქ ჰეივარდში ცნობილი რესტლერის როკი ჯონსონის და პრომოუტერის ატა მაივიას ოჯახში დაიბადა. ბაბუა დედის მხიდან პიტერ მაივია ასევე რესტლერი იყო. ბავშვობაში ის დედის ოჯახთან ერთად გარკვეული დრო ოკლენდში, ახალ ზელანდიაში ცხოვრობდა. ოკლენდში ის დაწყებით სკოლაში რიჩმონდ როადში დადიოდა. ცოტა მოგვიანებით ჰავაიზე გონოლულაზე გადავიდა, სადაც მეთერთმეტე კალსამდე სწავლობდა პრეზიდენტ უილიამ მაკკინლის სახელობის სკოლაში. მე-11 კლასში გადასვლამდე ოჯახი ბეტლეჰემში, პენსილვანიაში გადასახლდა, სადაც სკოლა, ბეტლეჰემ ფრიდომში დაიწყო სიარული. აქ მან სკოლის ნაკრებში ამერიკული ფეხბურთის თამაშს მიჰყო ხელი, ასევე მსუბუქ ათლეტიკასა და ორთაბრძოლაში სკოლის ნაკრების წევი გახდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მრავალი უნივერსიტეტისგან მიიღო შეთავაზება. ჯონსონმა აირჩია მაიამის უნივერსიტეტ ,რომელმაც მას ისეთი სტიპენდია შესთავაზა, რომელიც მის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფდა. იგი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა მწვრთნელებსა და მეგობრებზე და ერთ-ერთ პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა. 1991 წელს საფეხბურთო ნაკრებთან ერთად ნაციონალური ჩემპიონატის NCAA გამარჯვებული გახდა. 1995 წელს მან უნივერსიტეტში სწავლა დაასრულა და ფსიქოლოგიასა და კრიმინოლოგიაში ბაკალავრის დიპლომი აიღო. სწავლის დასრულებასთან ერთად მან კანადური ლიგის ჯგუფ „კალგარი სტამპიდერსთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ მხოლოდ ერთი სეზონის შემდეგ, ზურგის ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა პროფესიონალურ ფეხბურთს დამშვიდობებოდა. ჯონსონის დებიუტი WWF-ში (მსოფლიოს რესტლინგის ფედერაციაში) 1996 წელს როკი მაივიას სახელით შედგა. ამ სფეროში მან დიდ წარმატებებს მიაღწია. 1997 წლის 13 თებერვალს ჰანტერ ჰერსტ ჰელმსლისთან გამარჯვების შემდეგ მან WWF-ს ინტერკონტინენტალური ჩემპიონის სტატუსი მიიღო. თაყვანისმცემლებს მალე მობეზრდათ ერთიდაიგივე კარგი პერსონაჟის ყურება და რეზულტატის სახით ორთაბრძოლისას უყვიროდნენ „მოკვდი, როკი , მოკვდი!“ («Die Rocky Die!») და „Rocky Sucks!“ 1997 წელს ინტერკონტინენტალური ჩემპიონის ტიტულის დაკარგვის შემდეგ ის Nation of Domination-ს შეუერთდა. ამ დროიდან ის სახელ კლდე როკი მაივიას იყენებს, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ შეამოკლა „კლდემდე“ და თავის თავზე მესამე პირში დაიწყო ლაპრაკი: „კლდე ამბობს…“ ამის შემდეგ მან ამ სფეროში მრავალ წარმატებას მიაღწია. 2000 წელს ჯონსონმა დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი «The Rock Says», რომელიც New York Times-ის ბესტსელერებში პირველ ადგილზე გავიდა. 2001 წლიდან ჯონსონმა კინოში გადაღებები დაიწყო, ხოლო 2002 წელს ფილმში „მეფე მორიელი“ მთავარი როლი შეასრულა. მისი ჰონორარი 5,5 მილიონი დოლარი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე მაღალი ანაზღაურება პირველი მთავარი როლის შესრულებისთვის. გარდა ამისა, ჯონსონმა მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიც არიან „მუმია 2“, „ფართო ნაბიჯით“, „ამაზონების განძი“, „კბილების ფერია“, „პოლიციელი ბიჭები“, „ჯ.ი. ჯო: შურისძიება“, „ჰერაკლე“ და ასევე „ფორსაჟის“ სერიებში. რაც შეეხება ჯონსონის პირად ცხოვრებას, ის 1997 წლის 3 მაისს დენი გარსიაზე დაქორწინდა. 2001 წლის 14 აგვისტოს მათ გოგონა სიმონ ალექსანდრა გაუჩნდათ. 2007 წელს წყვილი დაშორდა. მათ გამოაცხადეს, რომ ერთად აღარ იცხოვრებენ, თუმცა კარგ მეგობრებად დარჩებიან.


თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 324
დაამატე კომენტარი

avatar