დემი მური / Demi Moore


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: დემეტრია ჯინ გინესი
დაიბადა: 11 ნოემბერი, 1962 წ
დაბადების ადგილი: როზვილი, ნიუ მექსიკო, აშშ
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 1981 დან დღემდე
სიმაღლე: 1.65 მ
მეუღლე: ეშტონ კუჩერი, ბრიუს უილისი (განქორწინება)

ბიოგრაფია: დემი მური (დაბადებისას დემეტრია ჯინი) შტატ ნიუ-მექსიკოს ქალაქ როსველში დაიბადა 1962 წლის 11 ნოემბერს. გაიზარდა გაჭირვებულ ოჯახში, დედა და მამინაცვალი ლოთები იყვნენ და საცხოვრებელ ადგილსაც ხშირად იცვლიდნენ. დემიმ 16 წლის ასაკში სკოლა მიატოვა და სამოდელო სააგენტოს მიაკითხა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემის ახალგაზრდა მეზობელმა ნასტასია კინსკიმ კინოში გადაღება ურჩია.

კინო: ერთ-ერთი პირველი როლი სერიალ „საერთო პროფილის საავადმყოფოში“ შეასრულა (1982-83). ამ ხანებში კოკაინს მიეჩვია. ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან 1985 წელს, ფილმ „წმინდა ელმოს ცეცხლის“ გადაღებისას განიკურნა, რაც რეჟისორ ჯოელ შუმახერის დამსახურებაა.
1990-იანების დამდეგს დემი ჰოლივუდში ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად მიიჩნევა. ის მონაწილეობას იღებს ფილმებში: „მოჩვენება“, „რამდენიმე კარგი ბიჭი“, „სტრიპტიზი“, რაც მას სუპერვარსკვლავის სტატუსს ანიჭებს.
2003 წელს დემი მურს ანტიპრიზი „ოქროს ჟოლო“ მისცეს როგორც ყველაზე ცუდ მსახიობს მეორე ხარისხოვანი როლისთვის, იგივე პრიზები შეხვდა მას 1996 და 1997 წლებში მთავარი როლებისთვისაც.

პირადი ცხოვრება: დემი 18 წლის ასაკში გაჰყვა ცოლად როკ-მუსიკოს ფრედი მურს. 1987 წელს ის მეორედ გათხოვდა მსახიობ ბრიუს უილისზე, 2005 წელს კი კომედიურ მსახიობ ეშთონ ქათჩერზე.

























თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 4036
დაამატე კომენტარი

avatar