დებორა ენ უოლი / Deborah Ann Woll (ბიოგრაფია)


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: დებორა ენ უოლი / Deborah Ann Woll
დაიბადების თარიღი: 7 თებერვალი 1985
დაბადების ადგილი: ნიუ-იორკი, აშშ
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2007- დღემდე

ბიოგრაფია: დებორა 1985 წლის 7 თებერვალს დაიბადა ბრუკლინში, ნიუ-იორკი, აშშ-ში. მამა არქიტექტორია, დედა მასწავლებელი. ის არის ირლანდიულ-გერმანული წარმოშობის. 2007 წელს დაამთავრა სამხრეთ-კალიფორნიის უნივერსიტეტის თეატრალური სკოლის ბაკალავრიის საფეხური. გაიარა ლონდონის სამეფო აკადემიის დრამატული ხელოვნების დაჩქარებული კურსი. ის გადაღებულია ცნობილი სერიალების სხვადასხვა ეპიზოდურ როლებში, როგორიცაა: «ცხოვრება», «მენტალისტი», «მე მქვია ერლი», «CSI», «ER» და სხვა. ამ დროისთვის მისი ყველაზე ცნობილი როლია — "ჯესიკა ჰემბი", სერიალში «ნამდვილი სისხლი», რომელიც გადაღებულია ამერიკელი მწერალი ქალის შარლინ ჰარისის ნოველების მიხედვით. გაცნობებთ, რომ წიგნის მიხედვით, ისეთი პერსონაჟი, როგორიც ჯესიკაა, არ არსებობს. ეს პერსონაჟი სერიალის რეჟისორმა შემოიყვანა ვამპირის სახით. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ დებორა და ნიკი რიდი, რომელიც ცნობილია ფილმით "The Twilight Saga", მონაწილეობას იღებენ დამოუკიდებელ კრიმინალურ თრილერში "Catch 44"- ში. ფილმის რეჟისორია აარონა ჰარვი. ასევე პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ტიტანები, როგორებიცაა: ფორესტ უიტაკერი და ბრიუს უილისი.

მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები:
2009 — პრემია Satellite Awards «საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი» ტელესერიალისთვის «ნამდვილი სისხლი»;
2010 — ნომინაცია პრემიაზე Screen Actors Guild Awards «საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი დრამატულ სერიალში» ტელესერიალი «ნამდვილი სისხლი».
2010 — ნომინაცია პრემიაზე Scream Awards კატეგორია «საუკეთესო პერსონაჟი ქალი» ტელესერიალი «ნამდვილი სისხლი».
2010 — ნომინაცია პრემიაზე Scream Awards როგორც «საუკეთესო შემოქმედებით ანსამბლი» ტელესერიალში «ნამდვილი სისხლი».
2011 — პრემია Scream Awards როგორც «საუკეთესო შემოქმედებით ანსამბლი» ტელესერიალში «ნამდვილი სისხლი».

გადაღებულია ფილმებში და სერიალებში:
2007 — Life - ნენსის როლი
2008 — Aces 'N' Eights - Terrified Woman
2008 — ER - ავრორა კუპილის როლი
2008 — CSI: Crime Scene Investigation - სტეფანის როლი
2008 — My Name Is Earl - ჰერტას როლი
2008 — The Mentalist - კერი შიჰანის როლი
2008-2012 — True Blood - ჯესიკა ჰემბის როლი
2009 — Law & Order: Special Victims Unit - ლილი მილტონის როლი
2010 — A Drop of True Blood - ჯესიკა ჰემბის როლი
2010 — Mother's Day - ლიდია კოფინის როლი
2011 — Little Murder - მოლის როლი
2011 — Seven Days in Utopia - სარას როლი
2011 — The Carrier - დებორა, გამხმოვანებელის როლი
2011 — Catch .44 - დოუნის
2011 — Someday This Pain Will Be Useful to You - ჯილიან სვიკის როლი
2012 — Highland Park - ლილის როლი
2012 — He Loves Me - გოგონას როლი
2012 — Ruby Sparks - ლაილას როლი
2013 — Rosaline - როზალინას როლი




თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 5071
დაამატე კომენტარი

avatar