ბურჯუ ოზბერკი / Burcu Ozberk (ბიოგრაფია)


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: Burcu Ozberk, ბურჯუ ოზბერკი
დაბადების თარიღი: 13 აგვისტო 1976 წ.
დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი
მოქალაქეობა: თურქეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2005 დან - დღემდე

ბიოგრაფია: ბურჯუ ოოზბერკი დაიბადა 1976 წლის 13 აგვისტოს სტამბულში, თურქეთში. პირველი როლი მან 1989 წელს ითამაშა, სერიალში «Bizimkiler», «ჩვენები» ეს შეეხებოდა სინჯების გადაღებებს. სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონა სწრაფად გაერკვა პროფესიის არჩევანში და სასწავლებლად შევიდა სტამბულის უნივერსიტეტის თეატრალურ განყოფილებაზე. სწავლის პროცესში მან მაყურებელს წარმოუდგინა თავისი პირველი დრამა. უნივერსიტეტშივე დაამთავრა მეორე, ბიზნესის ფაკულტეტი. სამსახიობო ხელოვნების შესწავლის სურვილმა ის მიიყვანა სტამბულის ხელოვნების ცენტრში (მუჯატის თეატრში), რომელსაც ბურჯუ 2000-2002 წწ-ში დიდ ყურადღებას უთმობდა. როგორც ბევრ მსახიობს, პოპულარობა მას თურქულმა სერიალებმა მოუტანეს. დაუჯერებელი წარმატება მოუპოვა მას ნაზილის როლის შესრულებამ სერიალში "Kırık Kanatlar" “დამსხვრეული ფრთები“. მსახიობს კარიერის თვალსაზრისით, გაუმართლა და ის მიიწვიეს „დიდებულ საუკუნეში“ იბრაჰიმ ფაშას ქალიშვილის როლში, მეოთხე სეზონში. ამ სერიალის გადაღებებისას ის მუშაობდა არას ბულუთ ინემელთან ერთად, რომელიც სერიალში შეჰზადე ბაიაზიდის როლს ასრულებს. ჟურნალისტები გულმოდგინედ ადევნებენ თვალს წყვილის ურთიერთობას, აინტერესებთ როგორ ხასიათს მიიღებს მათი კადრს მიღმა შეხვედრები.
ითამაშა სერიალებში და შეასრულა როლები:
2013 წ - „დიდებული საუკუნე“ - ითამაშა ჰურიჯიხანის როლი;
2008 წ - „დამსხვრეული ფრთები“ - ნაზილის როლი;
2005-2006 წწ - „ჩვენები“- ეპიზიდური როლი.


















თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 7572
დაამატე კომენტარი

avatar