ბურჩინ ტერზიოღლუ / Burcin Terzioglu


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: ბურჩინ ტერზიოღლუ
დაიბადა: 1980 წლის 9 მარტს.
დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: დღემდე

ბიოგრაფია: ბურჩინ ტერზიოღლუ დაიბადა სტამბულში 1980 წლის 9 მარტს. პირველი სამსახიობო როლი შეასრულა 5 წლის ასაკში. იგი შეძლებული ოჯახიდანაა. მის ოჯახს დიდი კაპიტალი აქვს დაბანდებული სხვადასხვა ტელეკომპანიებში, აქვთ სარესტორნო ბიზნესი, ასევე ავითარებენ ბიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ოჯახს აქვს საკუთარი კინოსტუდია და ხმის ჩამწერი სტუდიები.
ბურჩინს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ის არის თურქეთში არანაკლებ ცნობილი და პოპულარული მსახიობის მურატ ილდირიმის მეუღლე. მათი სასიყვარულო რომანი დაიწყო კომედიური სერიალის"შტორმი" გადაღებისას. წყვილი ფილმის გადაღებისას პრაქტიკულად დღეღამეში 20 საათს ერთად ატარებდა.
მეუღლეთა პრობლემა იმაშია, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო (გადაღებები უწევთ თურქეთის სხვადასხვა ტერიტორიებზე) ერთმანეთთან ხშირ შეხვედრას ვერ ახერხებენ, თუმცა ეს გარემოება მათ ჭეშმარიტ სიყვარულს ხელს ვერ უშლის. ისინი ერთმანეთის ერთგულები და მოსიყვარულენი რჩებიან.

გადაღებულია ფილმებში: "ეზელი" 2009-11, "წრის ზღვარზე" 2008, "შტორმი" 2006, "თუკი ქალია" 2004, "მუქი იისფერი" 1987 და სხვა..














თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 13094
დაამატე კომენტარი

avatar