‎ბერგიუზარ ქორელი / Bergüzar Korel


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: ‎ბერგიუზარ ქორელი / Bergüzar Korel
დაიბადების თარიღი: 1982 წელის 2 სექტემბერი
დაბადების ადგილი: სტამბული
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2005 წლიდან

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ბერგიუზარმა ბავშვობა ულუსეში გაატარა. პროფესიონალურ კლუბში თამაშობდა ხელბურთს. დაამთავრა სამსახიობო დახელოვნების თეატრალური განყოფილება. მისი მასწავლებლი იყო სიუზან ბასთონი (ის იყო აგრეთვე, ნიკოლ კიდმანისა და თომა ჰენქსის მასწავლებელი), მასტერ-კლასი მიიღო ოზაია ფეჯჰათთან. პირველი როლი შეასრულა სერიალში „დამსხვრეული ცხოვრება“. 2005 წელს მან ითამაშა ლეილას როლი, ფილმში „მგლების ხეობა: ერაყი“. ფილმმა თურქული კინო-გაქირავების ყველა რეკორდი მოხსნა. მსახიობისთვის როლის შესრულება რთული აღმოჩნდა იმის გამო, რომ მის გმირს არაბულად უნდა ესაუბრა. მან სირთულეს თავი ჩინებულად გაართვა და მაყურებელში პოპულარობაც მოიპოვა. ამის შემდეგ, ბერგიუზარი გადაიღეს სერიალში „ზეთისხილის რტო“, სადაც მან იქლიმის როლი ითამაშა. 2006 წელს პოპულარულ სერიალში „ათას ერთი ღამე“, შეჰრაზადის როლის შესრულებისთვის პრემიით „ოქროს პეპელა“, დააჯილდოვეს. ამ როლის წარმატებით შესასრულებლად, ის თეატრალური ხელოვნების ცნობილ მასწავლებელთან, აილა ალგანთან მეცადინეობდა. 2006 წელს ქორელმა ჰალით ერგენჩი გაიცნო. ისინი ერთად შრომობდნენ სერიალის წარმატებისთვის. მათ შორის სასიყვარულო რომანი წარმოიშვა. ჰალითმა პირველ ცოლს უგანა და ბერგიუზალი აითვისა, რის შედეგადაც იშვა პატარა ალი. ქორელი კინოდან წამოვიდა და მთელი ცხოვრება შვილსა და ოჯახს მიუძღვნა. ის შედის თურქეთის ლამაზმან ქალთა ტოპ ათეულში.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა:
2012 – „Karadayi“ – „ქარადაი“
2011- „Muhteşem Yüzyıl“ – „დიდებული საუკუნე“
2011- 2010 – „Bitmeyen sarki “ – „დაუმთავრებელი სიმღერა,“ (თურქული სერიალების „ნათლია“ ტელეარხმა „იმედი“, მას ნათლობის სახელი - „ქალის ხვედრი“ დაარქვა)
2009 – „Aşk geliyorum demez“ – „სიყვარული არ შემიძლია“
2006 – „1001 gece“ – „ათას ერთი ღამე“
2006 – „Kurtlar vadisi - Irak“ – „მგლების ხეობა: ერაყი“
2005 – „Zeytin dali“ – „ზეთისხილის რტო“
















 

 




თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 1 | დაემატა: 14176
დაამატე კომენტარი

avatar