ბარუნ სობტი / Barun Sobti


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: ბარუნ სობტი
დაიბადების თარიღი: 1984 წლის 21 აგვისტო
დაბადების ადგილი: დელი, ინდოეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2009 წლიდან - დღემდე
ზოდიაქო: ლომი

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ბარუნი პენჯაბელი სიკჰების ოჯახში დაიბადა. დელში წმინდა მარკის სკოლა დაამთავრა. სამოდელო და სამსახიობო კარიერამდე, 7 წლის მანძილზე, მენეჯერად მუშაობდა Jindal Telecom -ში. პირველი დებიუტი, როგორც ტელემსახიობს, მას შოუში "Shraddha" ჰქონდა, რომელიც ტელეარხ Star Plus-ზე გადიოდა.
2011 წლიდან თამაშობს არნავა სინგჰ რაიზადას როლს სატელევიზიო სერიალში „მოჯადოებულები“, მშვენიერ სანაია ირანთან ერთად. ამ როლმა მსახიობს მრავალი ჯილდო და წრმატება მოუტანა.
2010 წელს ბარუნი თავისი ბავშვობის სიყვარულზე, Pashmeen Manchanda - პაშმია მიჩანდაზე დაქორწინდა. ქორწინების ცერემონიალი, მიუხედავად მსახიობის დატვირთული გრაფიკისა, რამდენიმე გამოსასვლელ დღეს გაგრძელდა. ქორწილი ნათესავებისა და მეგობრების ვიწრო წრეში გადაიხადეს.
როცა ბარუნი არ მუშაობს, ის მთელ დროს ოჯახთან ატარებს. უყვარს წვეულებები მეგობრებთან ერთად. უყურებს შოუებს Discovery-ის არხზე, სპორტულ გადაცემებს, რეალითი და კომედიურ შოუებს. ბარუნი შესაძლებლად მიიჩნებს, რომ რეალითი შოუში „შიშის ფაქტორი“, მიიღოს მონაწილეობა.
2010 წლის ოქტომბერში მსახიობმა თაყვანისმცემლების წინაშე განაცხადა - იმის გამო, რომ ფალსიფიცირებულ პროფილს თავი აარიდოს, მას სოციალურ ქსელებში გვერდი არა აქვს გახსნილი და ფანატებთან შეხვედრები მისივე მონაწილეობით, ოფიციალურ ღონისძიებებზე შედგება...

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა:
2012 – „Main Aur Mr. Riight“.

სერიალოგრაფია:
2009 -2010 - „Shraddha“.
2010 – „Dill Mill Gayye“ – „გულების შეხვედრა“.
2010 – „Boogie Woogie“.
2010 – „Indian Idol 5“- „ხუთი ინდური იდოლა“.
2010 – 2011 – „aat Hamari Pakki Hai “ – „ჩვენ გარიგება დავდეთ“.
2011 – 2012 – „ss Pyaar Ko Kya Naam Doon?“ - „მოჯადოებულები“.










თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 1 | დაემატა: 20107
დაამატე კომენტარი
ninoguria  Nino Nino | თარიღი: 26.03.2015, 04:11 | 0 Spam

magri adamini aris mis rols shesanishnavt asrulebs cry


avatar