ასიე ნურ ფეტაჰოღლუ / Asiye Nur Fettahoğlu (ბიოგრაფია)


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: ასიე ნურ ფეტაჰოღლუ / (Asiye Nur Fettahoğlu)
დაბადების თარიღი: 12 ნოემბერი 1980წ
დაბადების ადგილი: დუისბურგი, გერმანია
მოქალაქეობა: თურქეთი, გერმანია
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2007-დან დღემდე
სიმაღლე: 169 სმ 

ბიოგრაფია: თურქი მსახიობი ქალი, ასიე ნური, დაიბადა გერმანიის ქალაქ დუისბურგში 1980 წლის 12 ნოემბერს ფატმა და სინან ფეტაჰიღლუების 5 შვილიან ოჯახში. სტამბულში დაამთავრა ბეშიქტაშის ლიცეუმი. სწავლობდა სტამბულის ჰალიჩის ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტზე. ნური მუშაობდა ბანკში, იყო ტელე-არხ "სკაი თურქ"-ისა და რუბრიკის "ბირჟის ამბები"-ს წამყვანი.
პირველ ქმართან, მურატ აისანთან ქორწინებისას, მის საპატივცემულოდ ქმრის გვარის მიხედვით ასიე დაირქვა. ამჟამად ქორწინებაშია მეორე ქმართან ლივენტ ვიზიროღლუსთან.
ქართველმა მაყურებელმა ის გაიცნო პოპულარული სერიალის ("დიდებული საუკუნე") გმირის სულთან მაჰიდევრანის სახელით.
გადაღებულია სერიალებსა და ფილმებში: 2011წ.-"დიდებული საუკუნე", 2011წ-"მგლების ხეობა", 2010წ-"მოლარე", 2008-2010წ-"აკრძალული სიყვარული", 2007წ-"ჩემგან რა მამა".

 


























თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 7118
დაამატე კომენტარი

avatar