ანტონ მაკარსკი / Антон Макарский


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: ანტონ მაკარსკი
დაიბადების თარიღი: 1975 წლის 26 ნოემბერი
დაბადების ადგილი: პენზა, რუსეთი
პროფესია: მსახიობი, მომღერალი
კარიერა: 2002 წლიდან - დღემდე
ზოდიაქო: მშვილდოსანი
წონა: 67 კგ.
სიმაღლე: 178 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ანტონი მესამე თაობის მსახიობია, რომელიც მრავალშვიიან ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა მიხაილ კაპლანი სახალხო არტისტია. მამა პენზის თოჯინების თეატრის მსახიობია, დედა კი - მუსიკის პედაგოგი. ანტონი ყველაზე უფროსი ბავშვი იყო ოჯახში. როცა ის 12 წლის გახდა, გაჩნდა დაიკო ასია, ხოლო, წელიწადნახევრის შემდეგ დაიბადა - მეორე და შურა. ასია ამბობს, რომ „ანტონს ყოველთვის საოცარი ენერგეტიკა მოაქვს და ის ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს“. მაკარსკი სკოლაში, ეზოში, მეგობრებს შორისა და თეატრალურ სტუდიაშიც ლიდერი იყო.
1993 წელს ის მოსკოვში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა საწყისი გამოცდა 3 თეატრალურ უმაღლეს სასწავლებელში, ხოლო, სწავლა შჩუკინის სასწავლებელში განაგრძო, რადგანაც მას სამსახიობო ხელოვნების დასაუფლებლად ყველაზე საუკეთესო სკოლად თვლიდა. ამ სასწავლებელმა, როგორც თავად აღნიშანავს, სულ სხვა ადამიანად აქცია. მან ცხოვრება სულ სხვა ღირებულებებით გადაახარისხა. გამოსაშვები გამოცდების წინ, ის ხუთიდან ოთხ სადიპლომო სპექტაკლში თამაშობდა და 12 - დან 7 საცეკვაო ნომრისთვის მოამზადა ვოკალი.
სასწავლწებლის დასრულების შემდეგ, მსახიობი მუშაობას დაიწყებს თეატრში «У Никитинских ворот». აქ ის გარკვეული ხნით თამაშობს მთავარ როლებს, მაგრამ მისი მოთხოვნილებები ამით ვერ დაკმაყოფილდა და მალე საკუთარი სურვილით არმიაში წავიდა სამსახუროდ.სამხედრო ფორმა მან ნახევარი წელი მოირგო. მალე ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში მიავლინეს. აქ მაკარსკი სხვადასხვა კონცერტებში ღებულობდა მონაწილეობას და სიმღერითა და ცეკვით გამოიჩინა თავი. საერთოდ, ანტონი დრამატული მსახიობია, აქ კი - ყველასთვის მოულოდნელად, მუსიკლურ დადგმებში აღმოჩნდა, რაც შემთხვევით მოხდა. ანტონი ამბობს, რომ ამ მიუზიკლებში მონაწილეობამ მის წარმატებაზე დადებითად იმოქმედა. არმიაში სამსახურის დასრულების შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო ახალ მიუზუკლის «Метро» ქასთინგზე. ის მაშინვე აიყვანეს როლში. აქ გაიცნო მან მისი მომავალი მეუღლე ვიკა მოროზოვა.

2002 წლიდან ანტონი უკვე მიუზიკლ «Нотр Дам де Пари» - შია. აქ მას ერთ-ერთი მთავარი, კაპიტან ფებ დე შატობერის როლი შეხვდა და მაშინვე მაყურებელთა ყურადღება მიიპყრო. თავად მსახიობი თავის ვოკალურ შესაძლებლობებზე სკეპტიკური წარმოდგენისაა. ის თავის თავს არ თვლის მომღერლად და დრამატულ მსახიობად რჩება. მისი აზრით, მთავარი ის კი არ არის, თუ როგორ მღერიხარ ამათუ იმ როლში, არამედ ის, თუ რას მღერიხარ. 2003 წელს მან თავისი სოლო ალბომი ჩაწერა. 2002 წლიდან აქტიურად ჩაერთო კინო - გადაღებებში. გადაიღეს ფილმებში: „სასიყვარულო ავანტიურები“, „საბურღი“. 2003 წლიდან ჩაერთო ამერიკულ-რუსულ პროექტში „საბრალო ნასტია“. აქ ის თავად ანდრეი დოლგორუკს თამაშობს.
2006 - 2007 წლებში ის ფრანგი რეზიდენტის როლს თამაშობს სერიალში „კალმითა და დაშნით“, ასევე გადაიღეს ფილმებში „სისხლიანი მერი“ და „და მოდის თოვლი“. მან სულ 32 ფილმსა და სერიალში ითამაშა.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა:
2002 — Буровая
2002 — Следствие ведут знатоки. Десять лет спустя
2003 — Бедная Настя
2004 — Грехи отцов
2004 — Любовные авантюры
2004 — Моя прекрасная няня
2005 — Адам и превращение Евы
2005 — Даша Васильева. Любительница частного сыска 4. Фильм 10. «Хобби гадкого утёнка»
2005 — Даша Васильева. Любительница частного сыска 4. Фильм 11. «Домик тётушки лжи»
2005 — Даша Васильева. Любительница частного сыска 4. Фильм 12. «Привидение в кроссовках»
2005 — Примадонна
2005 — Тамбовская волчица
2006 — Охота на гения
2006 — Парижане
2007 — В ожидании чуда
2007 — И падает снег
2007 — Кровавая Мэри
2007 — Пером и шпагой
2007 — СМЕРШ
2008 — Золотой ключик
2008 — Возвращение мушкетёров, или Сокровища кардинала Мазарини
2008 — Приключения Алёнушки и Ерёмы (мультфильм)
2009 — Женить Казанову
2009 — Как казаки ...
2009 — Правосудие волков
2009 — Тётя Клава фон Геттен
2009 — Тихие сосны
2010 — Дыши со мной
2010 — Когда цветет сирень
2010 — Обратный путь
2011 — Сердце Марии
2011 — Крутые берега
2011 — Срочно! Ищу мужа
2011 — Часы любви
2012 — Гром
2012 — Дыши со мной 2
2013 — 7 главных желаний
2013 — Вангелия
2013 — Женский день
2013 — Одессит
2014 — Сын за отца
2014 — НЕлюбовь
2014 — Дорога домой

 

 








 

 




თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 3363
დაამატე კომენტარი

avatar