ალესანდრო პრეციოზი / Alessandro Preziosi


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: ალესანდრო პრეციოზი
დაიბადების თარიღი: 19 აპრილი 1973 წელი
დაბადების ადგილი: ნეაპოლი, იტალია
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 1999 წლიდან - დღემდე
ზოდიაქო: ვერძი

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა:
ორი ადვოკატის ვაჟი, ალესანდრო პრეციოზი თავადაც იურდიულ განათლებას ღებულობს სალერნოს უნივერსიტეტში. მაგრამ მოულოდნელად, მშობლებისგან განსხვავებით, თავის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა: მიატოვა ოჯახი ნეაპოლში. არ გაუწია ანგარიში მშობლების აზრს და მილანში გადავიდა, რომ სასცენო ხელოვნება შეესწავლა. მან განაცხადა: „ მე მსურდა შევცვლილიყავი და ვიღაცისთვის სამაგალითო გავმხდარიყავი. რთულია შეეგუო იმ უზრუნველ ცხოვრებას, რომელსაც მე ახლა მივაღწიე, იმ პირობებში, რაშიც მე ვიყავი და რაც თქვენ მხოლოდ რომანებში წაგიკითხავთ: მე დღეში ერთხელ ვჭამდი და ღამით მანზონის თეატრის წინ მდგარ სკამზეც კი მეძინა. ამ პერიოდში მე ბარში ვმუშაობდი და დღეში ამაში 50 ფუნტს მიხდიდნენ. შემდეგ, რამდენიმე რეკლამაში გადამიღეს, მას მოკლემეტრაჟიანი ფილმებიც მოჰყვა. ბოლოს თეატრში მოვხვდი და ჩემი დებიუტი სპექტაკლში „ჰამლეტი“ შედგა.“ ამ დროს ალესანდროსთვის თეატრი იყო ყველაფერი და მალე გამოჩნდა რომ იგი მშვენიერი და საკმაოდ სერიოზული მსახიობი გახლდათ. მშობლებს უკვე შეეძლოთ მისით ეამაყათ.
თეატრში პრეციოზმა ითამაშა შექსპირის, ესქილესდა როსტანის გმირები. ამჟამად ალესანდრო ერთერთი ყველაზე წარმატებული თეატრის მსახიობია იტალიაში. ასევე დიდ წარმატებებს მიაღწია ტელესერიალებში გადაღებებისას, რომელთაგან აღსანიშნავია: „ცხოვრება“, „მეგობარი გოგონა 2“. ნათელი, ლამაზი გარეგნობის და მამაკაცური ქარიზმის მქონე პრეციოზი იტალიური ტელესერიალების ვარსკვლავთა შემადგენლობაშია.
მხატვრულ ფილმში მისი დებიუტი 2001 წელს შედგა. ეს იყო რეჟისორ ჯულიო რეალის ფილმი "A Lele". 2007 წელს ყველაზე საუკეთესო როლი შეასრულა ძმებ ტავიანების ფილმში „ტოროლას ბუდე“ და 2010 წელს რეჟისორ ანტონი კანტონეს დრამაში „უსახლკაროთა სამყარო“.
პირადი: ამჟამად ჰყავს მეუღლე ვიტორია პუჩინი. ოჯახში ალესანდრო გიჟი მამაა. მას ძალიან უყვაეს თავისი გოგონა ელენა, რომელიც ვიტორიასგან ჰყავს. მაგრამ, არც თავის უფროს ვაჟს ივიწყებს, რომელიც პირველმა ცოლმა უშვა. ის გამოსასვლელ დღეებში სტუმრობს მამას სახლში და დროს მასთან ერთად ატარებს..

სერიალები და ფილმები:
1999 - 2002 – „Vivere.“
1999 – „na donna per amico 2.“
2003-2004 – „Elisa di Rivombrosa.“
2004 – „Il capitano.“
2005 – „Elisa di Rivombrosa 2.“
2006 – „L'uomo che rubo la Gioconda.“
2007 – „Il capitano 2“.
2008 – „Il commissario De Luca.“
2010 – „Sant'Agostino.“
2011 – „Edda Ciano e il comunista.“
2011 – „Un amore e una vendetta.“
2014 – „Beauty and the Beast.“












თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 2709
დაამატე კომენტარი

avatar