აიდან შენერი / Aydan Şener / Айдан Шенер


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: აიდან შენერი / Aydan Şener / Айдан Шенер
დაიბადების თარიღი: 1963 წლის 1 მარტი
დაბადების ადგილი: კილისი, გაზიანთეფი, თურქეთი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 1981წლიდან

ბიოგრაფია:
აიდან შენერი დაიბადა 1963 წლის 1 მარტს პატარა ქალაქ კილისში გაზიანთეფში, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მუსიკათმცოდნისა და დიასახლისის ოჯახში. მისი წინაპრები მამის ხაზით უაზანიდან იყვნენ. იმის გამო, რომ ქრისტიანობის მიღება არ სურდათ 1877 ემიგრაციაში თურქეთში წავიდნენ. მსახიობის დედა აიდანი ყირიმელი თათარია. აიდანი სულ პატარა იყო, როცა მისი ოჯახი ბურსუში გადასახლდა, სადაც გოგონამ სკოლა დაასრულა. მას მოგებული აქვს სილამაზის კონკურსი "მისს თურქეთი", 1981 წელს მონაწილეობდა "მისს მსოფლიოზე", სადაც მეორე ადგილი დაიკავა. მოდელის კარიერის დასრულების შემდეგ, გადაღებები დაიწყო თურქეთის ტელევიზიაში ტელესერიალებში. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი მუსულმანურ კანონებს არ იცავს, ის მაინც ნამდვილ მუსულმანად თვლის საკუთარ თავს, რადგანაც მისთვის მთავარია ალაჰი სულით გწამდეს და არა ტრადიციებითა და რიტუალებით. მისი სხეულის სილამაზით კი - მთელს მსოფლიოს აქვს უფლება, რომ დატკბეს! კინოში სადებიუტო როლმაც დიდხანს არ დააყოვნა. ფერიდეს როლის შესრულებამ მას ფილმში " Calikusu "1986 წელს, მსოფლიო აღიარება მოუტანა. ამ ფილმის გაქირავებაში გამოსვლის შემდეგ, მსახიობი მილიონობით ადამიანის კუმირი შეიქნა. გოგონას მშობლები პროგრესული და თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანები იყვნენ და ყველანაირად მხარდაჭერას უცხადებდნენ შვილს, რომ რაც შეიძლება ფართო აღიარება მოეპოვებინა. თურქული საზოგადოებაც, მისი კონსერვატული ხასიათის მიუხედავად, მხარდაჭერას უცხადებდა მსახიობს. ამჟამად, ის იშვიათად მონაწილეობს გადაღებებში და მონაწილეობას ღებულობს მხოლოდ შოუებსა და გადაცემებში. მსახიობის პირადი ცხოვრება არ ყოფილა ისეთი წარმატებული, როგორც კარიერა. 1983 წელს ის ცოლად გაჰყვა თურქ ფეხბურთელს აიხან აკბინს. 5 წლის შემდეგ, მათ გოგონა შეეძინათ. 1991 წელს ცოლქმარი გაიყარნენ. მსახიობი თვლის, რომ ქალი მამაკაცის თანასწორუფლებიანი უნდა იყოს. ძალიან უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა:
1983 წელს - «Küçük Ağa» — ემინეს როლი
1986 წელს - « Calikusu » — ფერიდეს როლი
1987 წელს - « Samanyolu » — ზიულიალის როლი
1991 წელს - « Fatih-Harbiye » — 1991
2000 წელს-« Yarin Gec Olmayacak»
2001 წელს-« Oyun»
2002 წელს -« Fatih-Harbiye
2003 წელს -«Muhurlu Guller »
2004 წელს -«Beni Bekledinse »
2005 წელს -« Masum Degiliz»
2007 წელს -«Evimin Erkegi »
2008 წელს -«Surgun Hayatla »
2011 წელს - «Yillar Sonra »
























თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 7153
დაამატე კომენტარი

avatar